ხმაურია თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც სამშენებლო კომპანია "აკორდის" თანამშრომლები შეიკრიბნენ. ისინი სახელფასო დავალიანების დაფარვას მოითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სასამართლომ მათი სარჩელი დააკმაყოფილა, თუმცა განაჩენის აღსრულება არ ხდება. 200-მდე თანამშრომელი ამბობს, რომ მათი ოჯახები მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინაშეა. "აკორდი" ერთერთი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც დასავლეთ საქართველოში ავტომაგისტრალის მშენებლობას ახორციელებდა, პროექტს ზედამხედველობას ფინანსთა სამინისტრო უწევდა.
სამშენებლო კომპანია "აკორდის" თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ
14 თებ 202215:46
3 წუთის საკითხავი